ვანის N1 საჯარო სკოლაში სტუმრად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა ბოჟაძე იმყოფებოდა.
მან სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზანი, ამოცანები და სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
მან ასევე სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურზე, საერთაშორისო მისიებზე, საერთაშორისო სწავლებებზე, შეიარაღებული ძალების ისტორიასა და გმირებზე, კადეტთა ლიცეუმზე და მის დადებით მხარეებზე ისაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ თავდაცვის წარმომადგენელს სკოლის მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს.
საინფორმაციო შეხვედრას 62 მოსწავლე ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები