თემატური ნახატები და ეზოს დასუფთავება - ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
30-04-2018
ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე  აღნიშნეს.
 
კერძოდ, I ე კლასმა თემასთან დაკავშირებული ნახატები შექმნა, ხოლო IV გ კლასმა (ხელმძღვანელი რიტა კირკიტაძე) სკოლის ტერიტორია დაასუფთავა.
 
სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნულმა პროცესმა მოსწავლეებში გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ უფრო გაზარდა. 
 
ცნობისთვის, დედამიწის დღეს მთელი მსოფლიო გარემოს მხარდასაჭერი ღონისძიებებით აღნიშნავს.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203