ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
30-04-2018
ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე განსაკუთრებით იაქტიურეს მე-2 კლასის მოსწავლეებმა. 

მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ღონისძიების ბოლოს კი სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე ქალბატონებს ყვავილები მიართვეს. 

„მოსწავლეებმა აქტიურობით თავი გამოიჩინეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203