ყველა მასწავლებლისთვის შეხვედრაზე დასწრება სავალდებულოა - რა ინფორმაცია მიიღეს სკოლებმა
24-04-2023
ზოგადაგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციასთან დაკავშირებული შეხვედრების შესახებ სკოლები ინფორმაციას ეტაპობრივად იღებენ და როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნულის ფარგლებში პედაგოგებთან საკონსულტაციო ტიპის შეხვედრებიცაა გათავლისწინებული, რომელში მონაწილეობაც სკოლის ყველა პედაგოგისთვის სავალდებულოა. 

ერთ-ერთ სკოლაში მისული ინფორმაციის თანახამად, პედაგოგებს ორი სახის ტრენინგი ჩაუტარდებათ. საგნის პედაგოგებს, ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებტან ექნებათ, რომლის ბმულსაც პირად მეილზე მიიღებენ. 

ამასთან, შემდეგი შეხვედრა 3 დღე გაგრძელდება და 3 საათიანი იქნება. აღნიშნულის ფარგლებში პედაგოგებს, ინფორმაციას მიაწვდიან ინდივიდუალური დავალებების შესრულებისა და ქოუჩინგის შესახებ და დასწრება უკლებრივ ყველა პედაგოგისთვის სავალდებულო იქნება. 

როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, შეხვედრები არის სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა, რომ სკოლა მოემზადოს ავტორიზაციისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის განაცხადზე პასუხისმგებელი ჯგუფი აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო შეხვედრებსა და სამუშაო პროცესში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203