ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
26-04-2023
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ავშვებს, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონის პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პირველი მოსმენა 28 აპრილს გაიმართება.

“ზოგადი განათლების შესახებ“ მოქმედი კანონით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს სასწავლო წლის დაწყების თარიღის - 15 სექტემბერის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს. სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხებიან.

„ცვლილება ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება“ - პარლამენტში პირველკლასელთ ასაკის ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება ექნება გააკეთოს არჩევანი 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს გააგრძელებინონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან პირველ კლასელებად დაარეგისტრირონ.

სექტემბრიდან საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება - დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203