მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის ჩატარდება ვებინარი თემაზე - „ეროვნული ბოტანიკური ბაღი - საგანმანათლებლო რესურსი".
ვებინარს, რომელიც 26 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდება, წარუძღვება რუსუდან თედორაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების ექსპერტ-კონსულტანტი
ვებინარის სტუმარი კი იქნება გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიური განათლების განყოფილების პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი.
ვებინარზე დასასწრებად გადადით ბმულზე: