პრაქტიკული საქმიანობის რეფლექსია მასწავლებელს ეხმარება, გააანალიზოს თავის პროფესიული საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები. რეფლექსიაზე მუშაობისას პედაგოგმა შესაძლოა ისეთი რამ აღმოაჩინოს, რისთვისაც იქამდე ყურადღება არ მიუქცევია. რეფლექსიის ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, გაკვეთილი ან თუნდაც ახალი სასწავლო წელი უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.
გთავაზობთ შეკითხვებს, რომელთა საშუალებითაც უკეთესად გააცნობიერებთ თქვენი პრაქტიკული საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამ კითხვებზე პასუხი რეფლექსიის დაწერაში დაგეხმარებათ.
კითხვებზე პასუხისას გააანალიზებთ, რა ცოდნასა და გამოცდილებას ფლობდით ადრე და როგორ მუშაობთ ახლა, გაზომავთ საკუთარ წინსვლას, გააცნობიერებთ, რა მიმართულებით გჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა. ყოველივე ამის შემდეგ კი თვითგანვითარების მიზნით ეფექტიან ნაბიჯებს დაგეგმავთ.