გოგოლესუბნის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა ბაზაზე შექმნილმა გუნდმა პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ნახევარფინალურ ტურში ღირსეულად იასპარეზა.
გუნდის კაპიტანი გახლდათ ქრისტინა სიხარულიძე; წევრები: თეკლა სიხარულიძე, თეონა გოგოლაძე, ბექა ბოლქვაძე, დავით ბერძენიშვილი და თამუნა გოგოლაძე.
ნახევარფინალი ბათუმში ჩატარდა და გუნდმა შესაძლო 20 ქულიდან 14 ქულა მოიპოვა.
ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ჟღენტი გუნდის ყველა წევრის და სკოლის სახელით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეროვნული პროექტის ინიცირებისა და ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.
ასევე, შორენა ჟღენტი მადლობას უხდის სკოლის ყველა პედაგოგს პროექტზე მუშაობის პერიოდში გაწეული თანადგომისთვის და დირექტორს - ქალბატონ მაია გოგიბერიძეს, რომელმაც გუნდის ბათუმში მგზავრობა დააფინანსა.
იხილეთ ფოტოები