აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა
30-04-2018
აწყურის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი კილასონიამ მოსწავლეებს თავდაცვის სამინისტროს მიზნები და ამოცანები გააცნო, ესაუბრა სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურზე, კადეტთა კორპუსსა და თავდაცვის აკადემიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, მოუყვა ქართველ გმირებზე.  

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და გიორგი კილასონიამ მოსწავლეების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203