ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები „SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ
30-04-2018
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე- 6 კლასის მოსწავლეები ლოზუნგით - ,,ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი!“ გაერთიანდნენ და დამრიგებლის თამილა იმნაძის ხელმძღვანელობით „SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების მიზანი თანატოლების გახარება იყო. 

„საგზლად ტკბილეული, თბილი გული და სიყვარულით სავსე ლექსები და ჩანახატები წაიღეს. იმხიარულეს, პატარა ღონისძიებაც გამართეს და თანატოლებს დაუმეგობრდნენ. ბავშვებმა ერთმანეთის გულებისაკენ მიმავალი გზა ია-ვარდებით მორთეს, იმ ია-ვარდებით, რომლებიც ჩვენი სამშობლოს მომავალს ნათელ ფერებში ააყვავებენ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203