აგარის საჯარო სკოლაში ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე ისაუბრეს
30-04-2018
ხელვაჩაურის, აგარის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონიძიებით აღნიშნეს. 

სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ცნობილი მწერლების ციტატები წაიკითხეს, დედა ენის დღის მნიშვნელობასა და 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს.

სკოლის აღსაზრდელებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლიც აღნიშნეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზეც ილაპარაკეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203