აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ადგილობრივ მეწარმეს ესტუმრნენ
30-04-2018
აწყურის საჯარო სკოლაში მეწარმეობის საფუძვლები ორი წელია აქტიურად ისწავლება.
გაკვეთილის ფარგლებში, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მასწავლებლის ანა მოსიძის ინიციატივით ადგილობრივ მეწარმეს, საოჯახო სასტუმროს მფლობელ,
აიწურაძეების ოჯახს ესტუმრნენ.
დაათვალიერებინეს საოჯახო სასტუმრო, დაწვრილებით აუხსნეს, როგორ დაიწყეს ბიზნესი და შრომის შედეგად
როგორ მოვიდნენ არსებულ მდგომარეობამდე.
აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მეწარმეობის საფუძვლების
მასწავლებელს, ანა მოსიძეს ამ სასარგებლო და სასიამოვნო ინიციატივისათვის
და ასევე მაია აიწურაძეს, რომელმაც მასპინძლობა გაუწია სკოლის მოსწავლეებს.