თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმის დაუვიწყარი დღე ჯარისკაცებთან
30-04-2018
პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში შეხვედრა ჩატარდა.
   
შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ქეთევან ბიძულიაშვილი (მე-6 კლასი) და ბარბარე გაიპარაშვილი (მე-7 კლასი).

მოსწავლეებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისაგან და თავდაცვის სამინისტროსაგან საზეიმო ვითარებაში საპასუხო წერილები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ამავდროულად, მოსწავლეებმა ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს, ისაუბრეს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს.

სკოლის დირექციის ცნობით, მათ ერთი დღე ჯარისკაცული ცხოვრებით იცხოვრეს, რაც, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203