ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
30-04-2018
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და თელავის ინტელექტუალური კლუბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ -შემეცნებითი თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობა აკურის, ბუშეტის, ქვემო ხოდაშნის, კონდოლისა და კისისხევის მოსწავლეთა გუნდებმა მიიღეს.
პირველ ეტაპზე ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს აღნიშნულ ფაქტს ულოცავს და შემდეგ ტურებშიც გამარჯვებას უსურვებს.