ბაღებისა და სკოლების მიმართულებით დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება
26-04-2023
პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მორიგ სხდომას 28 აპრილს გამართვას და როგორც ცნობილი ხდება, რამდენიმე სამეცნიერო საკონსულაციო საბჭო შეიქმნება. 

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 5 საბჭო შეიქმნება. საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალი თავმდჯომარე, გივი მიქანაძე წარადგენს. 

სკოლამდელი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება;

ზოგადი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება;

პროფესიული განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება;

უმაღლესი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება;

მეცნიერების დარგის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება;

აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილება შეუწყდება არსებულ საბჭოებს: სკოლამდელი და ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებს.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203