მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების დღე აღინიშნა.
სკოლაში, მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, წიგნები და ლექსები წაიკითხეს.
ისინი ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობაში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 23 აპრილს, 1996 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: