სავანეთის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს იყო ორი სკოლის სავანეთისა და ჭაპალას საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტი- „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოსწავლეებში“.
შეჯიბრის დაწყებამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ჰიმნი იმღერეს, განათავსეს დროშები შემოსაზღვრულ პერიფერიაზე და თამაში დაიწყეს. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ორძელზე ვარჯიშობდა.
შეჯიბრი დამთავრდა სავანეთის საჯარო სკოლის სასარგებლოდ ანგარიშით 4:2.
„მიუხედავად გამარჯვებისა, ჩვენი მიზანი იყო, სხვადასხვა სკოლებთან ინტეგრაცია და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები