ვაქირის ილო მოსაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული დასრულდა
30-04-2018
ვაქირის ილო მოსაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო ღონისძიებებით დასრულდა.
კერძოდ, მოსწავლეებმა დედაენის ილუსტრირებული გარეკანი დაამზადეს; ჩატარდა ვიქტორინა „ვისაუბროთ გამართული ქართულით“; ასევე, მათ „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი ლექსები წარმოადგინეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნული ღონისძიება მრავალფეროვანი და ეფექტური იყო.