განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, უკვე დაიწყო სტატუსების მინიჭება იმ პედაგოგებისთვის, რომელთა შესახებაც რესურსცენტრებს ინფორმაცია ჰქონდათ წარდგენილი. განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლები/სპეცმასწავლებლებისთვის სტსტუსის ამაღლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკვე ცნობილია და მასწავლებლის სახლი ეტაპობრივად აგზავნის ინფორმაციას რესურსცენტრებში.
როგორც ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, ბევრ პედაგოგს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსიც.
პორტფოლიოს წარდგენა 1-ელ ივნისამდე გადაიდო და გამარტივდა - გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების მოთხოვნებზე გადაწყვეტილება მიიღოამ ეტაპზე უცნობია, რამდენ პედაგოგს აუმაღლა მინისტრმა სტატუსი.
etaloni.ge - მ აღნიშნული მონაცმების მოსაპოვებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.