ქუთაისის N12 საჯარო სკოლის სპორტულ-მათემატიკურმა ღონისძიებამ უმაღლესი შეფასება მიიღო
30-04-2018

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სპორტულ-მათემატიკური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-2 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკის ცოდნაში სპორტული აქტივობებით შეეჯიბრნენ.

მეტოქეებმა ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველობისთვის ბოლომდე იბრძოლეს. მონაწილეთა შედეგებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა. მშობლები ოვაციებით ამხნევებდნენ მოსწავლეებს.

,,ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება და ყოველთვის ძვისფას მოგონებად დაგვრჩება“- აცხადებენ მონაწილეები.

სასწავლო პროექტის ავტორები  მათემატიკის პედაგოგი - ეკა მაჩიტაძე და სპორტის პედაგოგი- მერაბ მეფარიძე არიან.

ღონისძიებამ სკოლის ხელმძღვანელობისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203