განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლებს, გაუქმების მოთხოვნის მიუხედავად, პორტფოლიოს დაცვა მაინც მოუწევთ, თუმცა პორტფოლიოს წარდგენა 1-ელ ივნისამდე გადაიდო და გამარტივდა - გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების მოთხოვნებზე გადაწყვეტილება მიიღო.
უნდა ვაღიაროთ - პედაგოგიური საზოგადოების სურვილი ეს ნამდვილად არ ყოფილა, მათ სურდათ, წამყვან-მენტორობა ან მხოლოდ გამოცდით, ან მხოლოდ პორტფოლიოს დაცვით მინიჭებოდათ, თუმცა განათლების მინისტრმა, რომელმაც სატელევიზიო ინტერვიუს დროს აღნიშნა - მასწავლებლების პირველი უფლებადამცველი მე ვიქნებიო, განმარტა, თუ რატომ არ გააუქმა პედაგოგების კომპეტენციის შეფასების ეს ინსტრუმენტი:
გამოქვეყნდა ახალი დოკუმენტი - მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტები
„მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება; გარდა ამისა, პორტფოლიოს გაუქმებით, არათანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენებდით იმ პედაგოგებს, ვისაც პროფესიული საქაღალდე უკვე ატვირთული ჰქონდა“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებს სტატუსები მიანიჭა - დეტალები