მასწავლებლების დიდი ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად პორტფოლიო არ გაუქმდა და მისი სრულყოფისთვის სტატუსის ამაღლების მსურველებს დრო 1-ელ ივნისამდე აქვთ.
პორტფოლიოს წარდგენა 1-ელ ივნისამდე გადაიდო და გამარტივდა - გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების მოთხოვნებზე გადაწყვეტილება მიიღო
მინისტრის გადაწყვეტილებით, პორტფოლიო გამარტივდა. პედაგოგს უფლება აქვს პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს თითოეული მიმართულების მხოლოდ ერთი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.
სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებს, რომლებიც პორტფოლიოს წარსადგენად გაამზადებენ შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ, რადგან eschool-ში ყველანაირ დოკუმენტს ვერ ატვირთავთ. პორტფოლიოში დოკუმენტების განთავსებისას ყურადღება მიაქციეთ ფაილის ტიპსა და ზომას.
გაითვალისწინეთ:
თუ აღნიშნულ მითითებებს არ გაითვალისწინებთ, თქვენი ნამუშევარი პროფესიულ საქაღალდეში არ განთავსდება.