თელავის №7 საჯარო სკოლას ისრაელის ქალაქ გედერას უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ
30-04-2018
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვაიცმანის სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით თელავის №7 საჯარო სკოლას ისრაელის ქალაქ გედერას უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ.
 
სტუმართა შორის იყვნენ დირექტორის მოადგილე ესტერ ჰადადი, ქიმიის მასწავლებელი ევფრატ კორენი და 10 მოსწავლე.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მე-7 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბის მუშაობის პრინციპს გაეცნენ; კონფერენციაში ერთობლივი მონაწილეობა მიიღეს; ასევე,  სკოლის მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ამავე დღეს სკოლაში XI კლასის მოსწავლის გიორგი კიკვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის გუნდმა (ხელმძღვანელი  მაია შალიკაშვილი) და  ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი  ნიკა რინკიაშვილი) მიიღო. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203