კერძო სკოლა „არილში“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა რიცხვების სამყაროში იმოგზაურეს
30-04-2018
ბათუმის კერძო სკოლა „არილში“ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და ორიგინალური აქტივობები ხშირად ხორციელდება.

ამჯერად დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინტერესო გაკვეთილები. 

მეორე კლასში პედაგოგი თამარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ბავშვებმა პრეზენტაცია სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი სახლია“ წარმოადგინეს.
 
მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა მაია გორგილაძემ მეორეკლასელები ორნიშნა რიცხვების სამყაროში ამოგზაურა. 

მოსწავლეებმა დაფაზე და ჯგუფურად სხვადასხვა სახალისო დავალება შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203