სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს
30-04-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მე-3გ კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენის სლოგანი იყო - ,,დედამიწის დღე არის ყოველდღე“. 

ღონისძიების შემდეგ მესამეკლასელებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203