უფასო მგზავრობა „ემისის“ ინფორმაციის საფუძველზე შეგეძლებათ - რომელი სკოლების წარმომადგენლებს ეხებათ გადაწყვეტილება
27-04-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების დამტკიცების, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ საკრებულო გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რი კატეგორია, ვინც აღნიშნული სუბსიდიით ისარგებლებს.

ესენი გახლავთ: ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები; ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას“, - ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ასევე საუბარია, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, დეტალური ინფორმაცია თვეში მინიმუმ სამჯერ უნდა მიაწოდოს მონაცემები სატრანსპორტო კომპანიას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203