გომანის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
27-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში, მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები საზეიმო ფორმაში გამოეწყვნენ, საკლასო ოთახში სააღდგომო კუთხე მოაწყვეს. მოსწავლეებმა, სუფრა პასკებით, წითელი კვერცხებით, ჯეჯილითა და სხვადასხვა კერძებით გააფორმეს. 

ბავშვების შესრულებით, ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ნომრებმა, ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გახადა. 

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს დღესასწაული კვერცხების შეჭიდებით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი გაური ბანდიკიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203