საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა - ბრძანება უკვე ძალაშია
02-05-2023
დამტკიცდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ანდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო  მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

საბავშვო ბაღის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნას:

ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში(უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში); 
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; 
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება. 

საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) ბავშვის უფლებათა კონვენცია; 
ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“. 

საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს; 
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს; 
ე) განათლების ძირითად თეორიებს; 
ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში; 
ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს; 
ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;
კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;
ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს; 
მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს; 
ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს. 

საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; 
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; 
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;
თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;
ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;
კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება. 

საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის; 
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203