ერგეტის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის ამაღელვებელი სტატია საბჭოთა ოკუპაციაზე
30-04-2018
ერგეტის საჯარო სკოლის ისტორიის უფროსმა მასწავლებელმა მაია დადიანმა საბჭოთა ოკუპაციას ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა. 

1920 წლის დამდეგიდან დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ვითარება გართულდა, საბჭოთა მთავრობა ფაქტობრივად ცარიზმის დიდმპყრობელურ პოლიტიკას განაგრძობდა. სოციალიზმის და ინტერნაციონალიზმის დროშით ის, უპირველესყოვლისა, ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იმპერიის შენარჩუნებას ცდილობდა. ამ მიზნის მისაღწევად საბჭოთა რუსეთი პირველ ხანებში იმპერიიდან გამოყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში გარედან ჩარევით კმაყოფილდებოდა. სამოქალაქო ომისა და ინტერვენციის დამთავრების შემდეგ კი ის ამ ქვეყნების ხელახლა დამპყრობაზე გადავიდა. ასე დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება რუსეთის იმპერიის თითქმის ყველა განაპირა მხარეში. ეს იყო რევოლუციის ექსპორტი ომით.

ლენინის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამიერკავკასიის დაპყრობას უთმობდა. ამ საქმეს სათავეში ჩაუყენეს სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც ერთიანი და განუყოფელი რუსეთისათვის ბრძოლის სხვა ფრონტებზე „დიდი სახელი“ მოიხვეჭა...“

სტატია ვრცლად იხილეთ ლინკზე 

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203