სტატუსის ამაღლების მსურველ პედაგოგებს განრიგი პირადად ეცნობებათ - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის შესახებ შეხვედრებს იწყებს. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია 3 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.
როგორც უწყების გავრცელბულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთა მხარდაჭერის მიზნით იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს/ვებინარებს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შესახებ, იმ წამყვანი და მენტორი სტატუსის მსურველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ წინაპირობას:
1) მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა;
2) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოპოვებული აქვთ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებით (მინიმუმ 50%), საგნის გამოცდის ჩაბარებით ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორის ხარისხით.
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, Teams-ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით და დაინტერესებული პირები შეხვედრების განრიგს და ინსტრუქციას მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.
გთხოვთ, შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად სრულად შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით: