ლიდერობის ტრენინგებთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
28-04-2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დაფუძნების ფარგლებში, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) წარმომადგენლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებისთვის ლიდერობის განვითარების ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და რესურსსკოლების ის სპეციალისტები და მმართველი რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი მხარდამჭერი სისტემის დანერგვასა და უზრუნველყოფაზე.

ტრენინგის დახურვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე დაესწრო. მინისტრის მოადგილე ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა.

ლიდერობისა და კონსულტირების განვითარების ტრენინგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში ტარდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203