ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები გააცოცხლეს
30-04-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართა.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა  „ვეფხისტყაოსნის“ გმირებთან ერთად „იმოგზაურეს“.
  
სკოლის დირექციის შეფასებით, ეს იყო „საუკეთესო პროექტი - საუკეთესო სკოლაში“.

ამავდროულად, სკოლის მოსწავლე მომღერალთა გუნდმა „ანაბასისმა“  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, რომელიც  ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სკოლაში გაიმართა. 

სკოლის დირექცია გუნდის ხელმძღვანელ უნიჭიერეს პედაგოგ თეა მიქაბერიძეს და მის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203