2017 წლის აგვისტოში 13 წლის ელენემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი სახიფათო ინტერნეტ თამაში ლურჯი ვეშაპი იყო. ელენეს დედა მიმართვას სოციალური ქსელით ავრცელებს.
ელენეს დედის მიმართვა საზოგადოებას:
„თუ თამაშობ „ლურჯ ვეშაპს“ და გინდა თავი დააღწიო, ეს მარტივად კეთდება. გააუქმე სოციალური გვერდი და არ უპასუხო მენტორის ზარებს. შენ გემუქრებიან, გეუბნებიან, რომ მოკლავენ შენი ოჯახის წევრებს და მოგაგნებენ შენ. ტყუილია! იცოდე, რომ ვერავინ ვერაფერს დაგაკლებს. ისინი იტყუებიან! ყველა ინფო, რაც შენ შესახებ იციან, შენ თავად მიაწოდე. სხვა არხები არ გააჩნიათ. იცოდე, რომ შენამდე ვერ მოვლენ. თამაშის შეწყვეტა მარტივია. გათიშე სოც ქსელი... არ უპასუხო მათ ზარებს.
P.S. მე ვარ ელენეს დედა. ელენემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 2017 წლის აგვისტოში. მასაც ემუქრებოდნენ. ელენემ არავის უთხრა ამის შესახებ. ნუ გაიმეორებ იგივე შეცდომას!!!“