წიგნიერების დღესასწაული ლეჟბადინის საჯარო სკოლაში
28-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს პირველი კლასიდანვე ასწავლიან. 

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე.

სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - აიშა ისკენდეროვამ მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა წიგნიერების დღესასწაული. 

მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად წაიკითხა წიგნები. მოსწავლეებმა ასევე ლექსები წარმოთქვეს. 

1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ  წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203