სურამის N4 საჯარო სკოლაში ინტეგრირებულ გაკვეთილზე მჟავა წვიმებზე ისაუბრეს
30-04-2018
სურამის N4 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა ლელა კორკოტაძემ ქიმია- ბიოლოგიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „მჟავა წვიმები“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართა, მასში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ და იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.