ლეღვანის საჯარო სკოლა კინგსის ქართული ენის ოლიმპიადას შეუერთდა
30-04-2018
ლეღვანის საჯარო სკოლა კინგსის ქართული ენის ოლიმპიადას აქციით #მევიცავ შეუერთდა.
კერძოდ, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ, გიორგი მდივნიშვილმა თემატური ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტვირთა, სხვა სკოლების მოსწავლეების მსგავსად.
კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის I ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 6 მაისს ჩატარდება.
ოლიმპიადამდე ქართული ენის დასაცავად სოციალურ ქსელში სხვადასხვა კამპანია მიმდინარეობს.