ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლემ ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხა
30-04-2018
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით ქუთაისის მე-20 საქალაქო ბიბლიოთეკაში სიყვარულის თემაზე ღონისძიება - „სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“ გაიმართა. მოსწავლეებს ღონისძიების მომზადებაში პედაგოგი მარინა ბოჭორიშვილი ეხმარებოდა.
სკოლის წარმომადგენლის მარიკა კოჩაძის თქმით, ღონისძიება შთამბეჭდავი გამოვიდა. „მუსიკის ჰანგზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსები, ჩანახატები, სცენები სხვადასხვა ფილმიდან“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებაზე სკოლის მე-9 კლასის აღსაზრდელმა ანა ფახურიძემ საკუთარი ლექსები წაიკითხა. იხილეთ ვიდეო