მოსწავლე, რომელმაც $9 მილიონზე მეტი სტიპენდიის შეთავაზება მიიღო - 16 წლის დენისმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ლუიზიანაში მდებარე საშუალო სკოლის უფროსკლასელმა, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის დენის ბარნსმა 170-ზე მეტი კოლეჯისგან ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და $9 მილიონზე მეტი სტიპენდიის შეთავაზება მიიღო.
ბარნსის თქმით, თავდაპირველად, რეკორდის დამყარებაზე არც კი უფიქრია, მაგრამ როდესაც მას უთხრეს, რომ რეკორდთან ძალიან ახლოს იყო უბრალოდ „განაგრძო გზა ამ მიზნისკენ“.