„ვეფხისტყაოსნის მათემატიკა“ - ორიგინალური ღია გაკვეთილი ნაგარევის საჯარო სკოლაში
30-04-2018
ნაგარევის საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსანი 850“-ის ფარგლებში ღონისძიებები გრძელდება. 

სკოლაში ღია გაკვეთილი „ვეფხისტყაოსნის მათემატიკა“ ჩატარდა. 

გაკვეთილი პედაგოგმა შორენა აბესაძემ ჩაატარა. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი დავალება შეასრულეს, იმუშავეს დაფასთან და რუკასთან და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
 
პროექტი „ვეფხისტყაოსანი 850“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203