ვინ არ გადაიხდის თანხას საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისთვის
01-05-2023
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ვინ აღარ გადაიხდის თანხას, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისთვის. 

„პირი, რომლის მიერ ცენტრში წარდგენილი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურდა ცენტრის გადაწყვეტილებით და ნამდვილობის დადასტურების მიზნით ხელახლა წარმოადგინა შეცვლილი დოკუმენტი ძველი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე/ლეგალიზაციაზე უარის თქმის გამო, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თავისუფლდება საფასურის გადახდისგან“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203