ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
30-04-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეექვსე კლასში ქართულ ენაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
პედაგოგი მარინე ხვედელიძე გახლდათ.
ცნობისთვის, სამოდელო გაკვეთილის 4 ტიპი არებობს: ინტეგრირებული - რაც გამოცდილებისა და ცოდნის მასწავლებლებისთვის გაზიარებას გულისხმობს; პრობლემაზე ორიენტირებული; გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული - რაც , ზოგადად, ყველა გაკვეთილზე ხდება და ბოლოს, ინოვაციური გაკვეთილი – მიმართული შინაარსობრივად მეთოდურ სიახლეზე.