Etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო სკოლებმა მიიღეს ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ევალდებათ სსსმ მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენა, რისთვისაც ინფორმაცია ესქულის ბაზაში უნდა აიტვირთოს.
თუმცა, ამასთან ერთად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგნლები აღნიშნავენ, რომ ატვირთული დოკუმენტები რატომღაც არ ინიშნება; როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, სკოლამ მხოლოდ დოკუმენტაციის წარდენა უნდა მოახდინოს, ხოლო მონიშვნა შემდეგ პროგრამულად მოხდება.