განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, გრძელდება შეხვედრა/სემინარები სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებთან. შეხვედრები რეგულარულად იმართება.
გასული შეხვედრების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
იხილეთ შემდეგი კვირის კალენდარი საგნების მიხედვით:
1 მაისი/ორშაბათი 19.00 - პირველი უცხო ენის ექსპერტი თამთა კამკამიძე - თემა: ინგლისური ენის დანართების მომზადება კურიკულუმებისთვის;
2 მაისი/ სამშაბათი 19.00 - ბუნებისმეტყველების ექსპერტი მარინა ჭელიძე - თემა: შეფასება;
3 მაისი/ ოთხშაბათი 19.00 მეორე უცხო ენის ექსპერტი ანა მხეიძე - თემა: ლაპარაკის უნარ-ჩვევების გამომუშავება მეორე უცხო ენაში;
4 მაისი / ხუთშაბათი 19.00 - ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი თამარ ჯაყელი - თემა: სასკოლო კურიკულუმის განვითარება - გამოწვევები;
5 მაისი /პარასკევი 19.00 - მუსიკის ექსპერტი დავით ზათიაშვილი - თემა: კურიკულუმის გაწერა;
6 მაისი / შაბათი 19.00 - ისტორიის ექსპერტი თეა ქარჩავა - თემა: შეფასება-სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები ისტორიაში.