ახალი სამგორის საჯარო სკოლაში კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები მოეწყო
30-04-2018

ახალი სამგორის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში დაწყებით კლასებში კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები მოეწყო.

ასევე სკოლაში გაიმართა კედლის გაზეთების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც 1-ელი კლასის გაზეთმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა გაზეთმა გაიმარჯვა რაიონის მასშტაბით მოწყობილ კონკურსშიც. 1-ელ კლასს ნინო თეგეთაშვილი ხელმძღვანელობს. 

კვირეული დაასრულა სკოლის VII კლასის მოსწავლეების მიერ მოწყობილმა მუსიკალურ-ლიტერატურულმა კომპოზიციამ - „ქართული ქართველთ რწმენაა“.

ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი ქართული ხალხური ზღაპრების თემაზე შექმნილი სპექტაკლი - „იყო და არა იყო რა“ წარმოადგინეს.

ღონისძიების დასასრულს ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვროდ მადლობის სიგელები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203