ვაჩიანის საჯარო სკოლაში ზეიმზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს
30-04-2018
ვაჩიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული ენის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც VI –XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული ზეიმისთვის, მოსწავლეებმა საქართველოში 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე პრეზენტაციები მოამზადეს და წარადგინეს; ასევე, ქვეყნისთვის ამ დღის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მწერლების ქართული ენასადმი მიძღვნილი ლექსები და გამონათქვამები შეისწავლეს. ასევე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს. არც ქართული ხალხური ცეკვები დავიწყებიათ და სასწავლად „აჭარული“, ,,შალახო“ და ,,სამაია“ შეარჩიეს.
როგორც თავად განაცხადეს, მათთვის ზადების პროცესი და ღონისძიებაზე წარდგენა ერთნაირად საინტერსო იყო.
საბოლოოდ, სკოლის დირექციის ცნობით, ვაჩიანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა და დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.