გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა.
დაწყებთი კლასების კათედრამ კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარა. კონკურსში მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეეჯიბრნენ ერთმანეთს და შესაბამისად გამარჯვებულები კლასების მიხედვით გამოვლინდნენ.
ასევე კათედრის ორგანიზებით მოეწყო გამართული კითხვის კონკურსი, სადაც ერთმანეთს ცალ-ცალკე შეეჯიბრნენ მესამეკლასელები და მეოთხეკლასელები.
გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსიც, რომელშიც ყველა ასაკობრივი ჯგუფი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად დასახელდა პირველი კლასის მოსწავლე.
კვირეულის ბოლო დღეს მეოთხეკლასელთა შორის ვიქტორინა გაიმართა. ვიქტორინის თემა ქართულ ენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები კითხვა-პასუხის პროცესში დიდი ინტერესითა და ენთუზიზმით ჩაერთვნენ. გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის თემატური გაზეთები.
ყველა გამარჯვებული მოსწავლე დაჯილდოვდა შესბამისი ხარისხის სიგელით.
იხილეთ ფოტოები