ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლებმა ანბანის ასოებით პეიზაჟი შექმნეს
30-04-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ მაია ბეჟანიშვილთან ერთად ქართული ანბანის ასოების გამოყენებით გაზაფხულის თემაზე პეიზაჟი შექმნეს.
მასწავლებლის განცხადებით, ბავშვები ღონისძიებაში აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ.
სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნული პროექტი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.