რეგისტრაცია დაიწყო - გამოცდა 100 ლარი ღირს -  NAEC ინფორმაციას ავრცელებს
01-05-2023

მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ „სერტუსის“ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირების გასავლელად, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 მაისს ჩატარდება. 

რეგისტრაცია 10 მაისს ჩანიშნული გამოცდისათვის 7 მაისის 18:00 საათამდე  გაგრძელდება. ცნობილია მომდევნო  ტესტირებების თარიღებიც - გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. თითოეულისათვის რეგისტრაცია გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ტესტირებაში მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.

 დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.  

პროექტი შეიქმნა 2017 წელს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ „სერტუსის“ განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას.

„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია, როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ასევე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს.

„სერტუსი“ მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის - ტესტირების შედეგი  შესაძლებელია გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში. 

ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ);
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პარტნიორ უნივერსიტეტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 

„სერტუსი“ დასაქმების მსურველებისათვის -  „სერტუსი“ ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალებაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს და მიზნის მისაღწევად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სჭირდებათ. პოტენციურ დამსაქმებელთან სერტიფიკატის წარდგენა ტესტირების ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება სია იმ პარტნიორი ორგანიზაციებისა, რომლებიც ნდობას უცხადებენ ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზრუნავს სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებზე - პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი შესაძლებლობას აძლევს სოციალური გრანტის მქონე მეოთხე კურსის სტუდენტებს, ერთხელ უფასოდ გაიარონ „სერტუსის“ სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს სურვილისამებრ - როგორც სრული ტესტი, ასევე მისი ნაწილი/ნაწილები. ტესტირების საფასური მსგავსი საერთაშორისო ტესტირებების ღირებულებაზე  მინიმუმ ორჯერ ნაკლები იქნება. მსგავსი ტესტირებებისაგან განსხვავებით, „სერტუსის“ სერტიფიკატის ან ცნობის ასაღებად გამოსაცდელს დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება.

კითხვის დავალებების ნიმუშები - კითხვა, გრამატიკა და ლექსიკა, წერა და ლაპარაკი - ინგლისური ენა

მოსმენის დავალების ნიმუში - ინგლისური ენა

მოსმენის დავალების ნიმუში - აუდიო ფაილი - ინგლისური ენა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203