„ჩვენ უარს ვამბობთ იარაღსა და ძალადობაზე“ - ქობულეთის N6 საჯარო სკოლა პროკურატურის პროექტში ჩაერთო
30-04-2018
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა საქართველოს საზოგადოებრივი პროკურატურის მიერ განხორციელებულ პროექტში მიიღეს.
აღნიშნულის მიზანი გახლდათ ვიდეო რგოლის შექმნა თემაზე - „ჩვენ უარს ვამბობთ იარაღსა და ძალადობაზე“.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი დარეჯან ცენტერაძე გახლდათ.
სკოლის დირექციის ცნობით, პროექტი ეფექტურად ჩატარდა.