ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რკოს ნერგები ჭალის ტყისთვის მოამზადეს
01-05-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან - ნადეჟდა წიქარიშვილთან და მშობელთა კომიტეტთან ერთად ჭიაურის სამონადირეო მეურნეობას ეწვივნენ. 

მათ მონაწილეობა პროექტ ,,ტყის განაშენიანებაში“ მიიღეს. აღნიშნულის დამფუძნებელი რუმინელი პედაგოგი იულიანა კუბუკია, ხოლო თანაავტორი - ვარდისუბნის საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ხათუნი ასანიძე. 

მოსწავლეებმა 400 ერთჯერად ჭიქაში რკო დარგეს, (პროექტის მონაწილეებს გაღივებული, დასათესად გამზადებული რკო სამონადირეო მეურენობის წარმომადგენლებმა დაახვედრა).  როდესაც ნერგები აღმოცენდებიან და გაიზრდებიან, მათ ჭალის ტყეში გადარგავენ. 

სკოლის დირექციის ცნობით, ყველას ვალია ბუნებას მოუფრთხილნენ და მსგავსი აქტივობა გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203